შალვა ხაჭაპურიძე – უახლოეს დღეებში მივმართავთ სტრასბურგს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე


ავტორი
Front News საქართველო
სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის პარალელურად, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
“გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეული ეტაპები გვქონდეს გავლილი, რომ საქმე გაიგზავნოს სტრასბურგის სასამართლოში.
რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს.
ამ საქმეს განხილავს მხოლოდ ორი ინსტანცია. პირველი მორჩა, აპელაცია ერთ სხდომაში დამთავრებადია, მაგრამ ჩვენ მანამდე სტრასბურგის სასამართლოს 39-ე მუხლით მივმართავთ უახლოეს დღეებში, ამ კვირის ბოლოს ან იმ კვირის დასაწყისში, დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე

შალვა ხაჭაპურიძე – პოლონელი ექსპერტები უახლოეს დღეებში ბატონ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას ჩაუტარებენ

შალვა ხაჭაპურიძე – თუ დადგინდება, რომ ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე, მივმართავთ ალბათ, საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს

შალვა პაპუაშვილი – საიამ უთხრას მოქალაქეებს, ჰქონდათ თუ არა მოთხოვნილი სტრასბურგისთვის დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება, ან შესაძლოა, მიმართეს და უარიც კი მიიღეს