შალვა ხაჭაპურიძე – ვაპირებთ მოვითხოვოთ, რომ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურად


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ, რომ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურად, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
“ეს უკვე გონების კარგვის მეექვსე შემთხვევაა მისი პატიმრობიდან, თუმცა იყო ყველაზე ძლიერი როგორც თვითონ აღნიშნა. ჩაუტარდა ამ დილით რაღაც კვლევები. ინსტრუმენტული კვლევები. პასუხები ჯერ არ არის. საკმაოდ ცუდად არის და პროცესზე მოგეხსენებათ, ითხოვდა გადასვლას, მაგრამ ფიზიკურად ეს შეუძლებელია. ვერც გადასვლას და ვერც ჩართვას ვერ მოახერხებს.
ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ, რომ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურად. შესაძლებელია კვირა-კვირანახევარში მორჩეს ეს ყველაფერი, რომ მივიდეთ დასკვნით სიტყვებამდე”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
პროცესი, რომელზეც მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე ან გაუქმებაზე უნდა იმსჯელონ, 9 იანვარს არის ჩანიშნული.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს