შალვა ხაჭაპურიძე – ვიშუამდგომლებთ სასამართლოს წინაშე, რომ ყოველდღიურად მოხდეს სასამართლოს ჩანიშვნა, დილიდან საღამომდე


ავტორი
Front News საქართველო
ვიშუამდგომლებთ სასამართლოს წინაშე, რომ ყოველდღიურად მოხდეს სასამართლოს ჩანიშვნა და 10:00 საათიდან საღამომდე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საათობრივად მძიმდება, ამიტომ გამორიცხული არაა პროცესზე მოწმეების ნაწილის დაკითხვაზე უარი თქვან.
“ეს არის ყველაზე რთული საქმე ადვოკატისთვის, 21 ტომი საქმე, 30 მოწმე და დრო, ფაქტობრივად, არ გაქვს. ეს მოწმეები კიდევ ყველა საქართველოში არ არიან. გადაწყვეტილი გვაქვს, პირველ რიგში, დავკითხოთ ფსიქიატრები, შემდეგ ნევროლოგები, შემდეგ გასტროენტეროლოგები და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია ამის ერთ პროცესში ჩატევა.
ჩვენ ზეგ ვიშუამდგომლებთ სასამართლოს წინაშე, რომ ყოველდღიურად მოხდეს სასამართლოს ჩანიშვნა და დილის 10 საათიდან საღამომდე გაგრძელდეს.
ჩვენ გვინდოდა რაღაც შუამდგომლობა დაგვეყენებინა, მაგრამ აღარ ვაყენებთ. ჩვენ რომ დავაყენოთ, მეორე მხარე იტყოდა, რომ გადავდოთ ეს პროცესი, ამიტომ ამ შუამდგომლობაზე უარს ვამბობთ, ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სასამართლოს ხელი არ შეეშალოს პროცესების გამართვაში“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
რაც შეეხება პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ონლაინ ჩართვას, ხაჭაპურიძე აღნიშნავს, რომ მას ამ ეტაპზე ეს განწყობა აქვს, რომ ჩაერთოს პროცესს.
“მას ახლა ეს განწყობა აქვს, რომ დაესწროს პროცესს, თუმცა შემდეგ ვნახოთ, რამდენად მოგვცემს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ამდენი მოწმე დავკითხოთ, არ გამოვრიცხავ, რომ ტაქტიკა შევცვალოთ და ნაწილი მოწმეების დაკითხვაზე უარი ვთქვათ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილისათვის სასჯელის გადავადების ან მისი გათავისუფლების მოთხოვნის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 დეკემბერს განახლდება.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს