Logo

შალვა მაისურაძემ მოსახლეობასთან შეხვედრები ჭყონდიდელის, ბენდელიანის ქუჩებზე და ერისთავის ჩიხში გამართა

პოლიტიკა
106
Frontnews image description

პარტია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე ჭყონდიდელის ქუჩა N20-ში, ბენდელიანის N14/144-ში და ასევე, ერისთავის ჩიხში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა.

"ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან. ვისაუბრეთ ჩვენი გუნდის გეგმებზე, სამომავლო პროექტებზე, ასევე, ყურადღება გავამახვილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. გავეცანით მათ საჭიროებებს, რასაც მომავალში ერთობლივი ძალებით მოვაგვარებთ“, - განაცხადა შალვა მაისურაძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ერისთავის ჩიხში მცხოვრებ მოქალაქეებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები რატი იონათამიშვილი და ირაკლი ხელაძე შეხვდნენ.

 

Advertisement