Logo

შალვა ნათელაშვილი - ქართველობა პირველად ივანიშვილმა გეგმაზომიერი დანაშაულებრივი პოლიტიკით აქცია ეროვნულ უმცირესობად

პოლიტიკა
272
Frontnews image description

ქართველობა პირველად ივანიშვილმა გეგმაზომიერი დანაშაულებრივი პოლიტიკით საქართველოში აქცია ეროვნულ უმცირესობად. კაცი პირდაპირ გვეუბნება, რომ თქვენ აქ, საქართველოში ზედმეტი ხართო, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი და საამიროები გეგმავენ, რომ ფონიჭალის ჭალებსა და გონიოში არაბული ქალაქები გაშენდეს.

"ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკა მოკვდა ორი მიზეზის გამო - პოლიტიკოსთა გამყიდველობის შედეგად, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი პრინციპი, პარტიებს ქმნიდნენ და იმის მიხედვით დარბოდნენ, ვინც დააფინანსებდათ, რომელი ოლიგარქი და ასე იცვლიდნენ პოლიტიკურ შეხედულებებსა და პოზიციებს და ასევე, პოლიტიკა მოკვდა ამომრჩევლის გამო, რომელსაც ეგონა, რომ რაც უფრო მეტად მდიდარს აირჩევდა ხელისუფლად, მით უფრო კარგად იცხოვრებდა, შესაბამისად, მდიდართა ფენამ, ამ ორფეხა ღორებმა - ქართველმა ბიზნესმენებმა კარგად გამოიყენეს ეს გარემო და ხელისუფლება დაიპყრეს. რეალურად, დღეს ხელისუფლება მათი დაპყრობილია. ახლა გამოვა წილოსანის ქალი, რომლის მამამაც მიითვისა ვაგონშემკეთებელი ქარხანა და მასწავლის მე ჭკუას, ან ქვეყანას და ლექციებს უკითხავს, როგორ ჩავატაროთ მიტინგი და როგორ არ ვახსენოთ ხელისუფლების ჩამომხობა, ენუქიძე - ბენზინის მთავარი მაფიოზი რომ კანონმდებელი იქნება კიდევ - ანუ, ეს ადამიანები იღებენ კანონებს.

ქართველობა პირველად ივანიშვილმა გეგმაზომიერი დანაშაულებრივი პოლიტიკით საქართველოში აქცია ეროვნულ უმცირესობად. დღეს ჩვენ ვართ ნახევარზე მეტი ქართველები, ეს სტატისტიკა არსებობს, ამას საგულდაგულოდ მალავენ, მაგრამ გაიხედეთ ქუჩაში და თქვენ ნახავთ მთელ აზია-აფრიკას აქ და ქართველი და ადგილობრივი კი საძებარი გახდა. ეს ემირატების პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა, რაზეც ისაუბრებდნენ ივანიშვილთან, კარგად მოგეხსენებათ - არაბული ქალაქებისა და დასახლებების მშენებლობა საქართველოში, კერძოდ, 6 მილიარდი ინვესტიციით ფონიჭალაში მტკვრის გარშემო უზარმაზარი ჭალები უნდა გადაიქცეს არაბულ დასახლებად და გონიოში, იქაც არაბული დასახლება იქნება. კაცი პირდაპირ გვეუბნება, რომ თქვენ აქ, საქართველოში ზედმეტი ხართო", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

Advertisement