Logo

შალვა ნათელაშვილი - სახელმწიფო ფაქტიურად გაუქმებულია, ქვეყანას მართავს კრიმინალი ივანიშვილი და მისი ბანდა

პოლიტიკა
13
Frontnews image description

2021 წლის პირველ აგვისტოს, მცხეთის რაიონში, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ამომრჩევლების დაშინების კიდევ ერთი ფაქტი დააფიქსირეს “ლეიბორისტული პარტიის” კოორდინატორებმა, რასაც კოორდინატორებზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები მომხდარში საქართველოს მთავრობას და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს დიმიტრი ზურაბიშვილს ადანაშაულებენ. ზურაბიშვილი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი; იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს. წარსულში იყო ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი.

“სახელმწიფო ფაქტიურად გაუქმებულია - ქვეყანას მართავს კრიმინალი ივანიშვილი და მისი ბანდა. ჩვენი ქვეყანა გახდა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზო, სადაც სიბნელეა და მხოლოდ კრიმინალები დათარეშობენ. პოლიციელები და სპეცსამსახურების აგენტებს ადგილობრივ მთავრობაში გვინიშნავენ და ფაქტიურად უნდა ივანიშვილს რომ არჩევნები გაგვიუქმოს. პოლიციელები არ ემორჩილებიან კანონს, ისინი ასრულებენ ერთი შეშლილი მილიარდერის უკანონო ბრძანებებს. სამწუხარო ამბავია, მაგრამ ფაქტის, რომ ჩვენ გვყავს დამნაშავე პოლიციელები.  პირველ აგვისტოს, მცხეთის რაიონში, ჩვენს აქტივისტებზე, დღისით მზისით, განხორციელდა თავდასხმა და ამ თავდასხმის ავტორი არის ვინმე პატაშური, რომელიც ივანიშვილს დანიშნული ჰყავს მცხეთის უშიშროების სამსახურში, ის არის ზურაბიშვილის ახლო მეგობარი და  მისი დახმარებით, უნდა ყოფილი პოლიციელს დიმიტრი ზურაბიშვილს რომ გააყალბოს არჩევნები და გახდეს მცხეთის მერი. რაში სჭირდებათ მცხეთელებს მოძალადე პოლიციელი მერად? - ხედავთ, რომ ზურაბიშვილი დღესაც აგრძელებს ძალადობას, სამართალდამცავი სისტემის დახმარებით. მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ პროკურატურამ გამოიძიოს ჩვენს აქტივისტებზე თამუნა ბეკოშვილსა და გიგა სულხანიშვილზე მომხდარი თავდასხმის ფაქტი, რთული არ იქნება დამნაშავეების დადგენა. ისინი უკვე იდენტიფიცირებული გვყავს. გამოძიებას ჩვენ დავეხმარებით მის პოვნაში, თუ თავად ვერ იპოვიან. მე მოვითხოვ, რომ დაუყოვნებლივ დააპატიმრონ როგორც ბატონი პატაშური, ასევე თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი. ყველა მოძალადე პოლიციელს, სუსის აგენტს და ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეებს გპირდებით, რომ მალე დასრულდება ეს განუკითხაობა და თქვენ დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონის მთელი სიმკაცრით. დიახ ეს მოხდება ძალიან მალე, როგორც კი არჩევნებში დავამარცხებთ ოლიგარქს და მის პრორუსულ მთავრობას. მერე გვიანი იქნება თქვენი მხრიდან ნიანგის ცრემლების დაღვრა!” - განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები