
ავტორი
Front News საქართველო
რიგშია ქონებრივი და სხვა ურთიერთობითი სანქციები, რომელიც გაგრძელდება 5 წელი. 5-წლიანი სანქცია ჰიტლერსა და მის თანამებრძოლებს არ მიუღიათ ვაშინგტონიდან, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნების” წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალია.
“სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაიწყო სავიზო შეზღუდვების განხორციელება. რიგშია ქონებრივი და სხვა ურთიერთობითი სანქციები და ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომელიც იმ კანონის მიხედვით გაგრძელდება 5 წელი და 5-წლიანი სანქცია ჰიტლერსა და მის თანამებრძოლებს არ მიუღიათ ვაშინგტონიდან. ეს არის უპრეცედენტო რამ და “ოცნების” ადგილას სხვა, ოდნავ ნორმალური გაიქცეოდა სადმე, ან რეანიმაციაში დაწვებოდა საავადმყოფოში”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს