
ავტორი
Front News საქართველო
“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, მანდატები დატოვონ.
მისივე თქმით, ხალხი ქუჩაში გამოსასვლელად უნდა გაემზადოს.
“უნდა დატოვოს ოპოზიციამ მანდატები და დაბრუნდეს სიტუაცია თავდაპირველ მდგომარეობაში. დამიმარტოხელავეს მე, რადგან ოპოზიციამ მიმატოვა და შევიდა პარლამენტში. ახლა ანგარიშს ასწორებს ტირანი მთლიანად ჩეზმე იმის გამო, რომ ფაქტობრივად ხელისუფლებას ვაკარგვინებდით იმ ფორმატით, რაც ოპოზიციურ ერთობას გულისხმობდა და რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ. ამიტომ უნდა დავაბრუნოთ ის მდგომარეობა. გამოდით, მეგობრებო, დატოვეთ მანდატები, რა დროს რუსთავის არჩევნებია, რა დროს რაღაცა წალენჯიხის არჩევნებია, მანდატს წაგაგებინებენ, კიდევ რამდენჯერ უნდა შევრცხვეთ და პირშავად გამოვიდეთ ჩვენს ხალხთან, როგორ ვერ უნდა ვისწავლოთ ჭკუა.
დატოვეთ მანდატები, მეორე – ხალხი გაემზადოს გარეთ, ქუჩაში გამოსასვლელად და მესამე, ამერიკამ დაადოს სანქციები და აქედან გაიწვიონ ამერიკის ელჩი, რომელიც პირადი ადვოკატია ბიძინა ვანიშვილის. ეს უკვე არაფერს აღარ გავს, ამაზე უკვე ხმა არის ამოსაღები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს