შალვა ნათელაშვილი – კრემლის ეს ჰუმანისტური საჩუქარი გათვლილია უკვე ძირმომპალი ივანიშვილის პუტინოიდური რეჟიმის გადასარჩენად


ავტორი
Front News საქართველო
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“უპირველესად ვულოცავ ზაზა გახელაძეს განთავისუფლებას. რა თქმა უნდა, ყველა ვხვდებით, რომ კრემლის ეს ჰუმანისტური საჩუქარი გათვლილია უკვე ძირმომპალი ივანიშვილის პუტინოიდური რეჟიმის გადასარჩენად. აბა როდესაც ოლიგარქს არ უჭირდა და ჰქონდა ხალხში ნდობა, ოკუპანტებმა დაგვიკლეს ოთხოზორია და ტატუნაშვილს გული ამოაცალეს”- წერს ნათელაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია. აღნიშნული რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა