
ავტორი
Front News საქართველო
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების პროტესტმა საქართველო დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება უნდა დათმოს და ახალი არჩევნები გამოაცხადოს.
“ყოველი ქართველი ოცნებობს, იხილოს ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის კორუმპირებული, ოკუპაციური “ქართული ოცნების” გარეშე. მე წინადადებას ვაძლევ “ქართულ ოცნებას”, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა არსებული მდგომარეობის განსამუხტავად და ქვეყნის წინსვლისათვის მომავლის დიდ გზაზე.
სხვა შემთხვევაში ახალგაზრდები, სტუდენტები და ქართველი ხალხი არ დაუშვებენ იმას, რისი იმედიც ჰქონდა მმართველ რეჟიმს.
რევოლუციური შედეგი და ცვლილება, მათ შორის გეოპოლიტიკურად სახეზეა, არამარტო საქართველო გადავიდა განვითარების ახალ სტადიაზე, ამ დღეების წყალობით, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეც განთავისუფლდა რუსული ანექსიის საშიშროებისგან, რასაც მოსკოვი აპირებდა ამ აგენტების კანონის მეშვეობით”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს