
ავტორი
Front News საქართველო
ყველა კრიზისი არის ახალი შესაძლებლობა, საქართველოსთვის იხსნება დიდი მომავალი, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გეოპოლიტიკური წონასწორობის ხაზი საქართველოზე გადმოინაცვლებს, მხოლოდ საქართველოს ესაჭიროება ეროვნული ინტერესების დამცველი მთავრობა.
“ყველა კრიზისი არის ახალი შესაძლებლობა, მითუმეტეს გლობალური, საქართველოსთვის იხსნება დიდი მომავალი, აბრეშუმის გზა ჩინეთიდან, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და პირუკუ, სამხრეთი და ჩრდილოეთი, გადმოინაცვლებს ჩვენს რეგიონში, ჩვენს ტერიტორიაზე, ევროპას დარჩება მომმარაგებლად მხოლოდ საქართველოზე გამავალი ენერგომატარებლები. ის “ჩრდილოეთის ნაკადი“ აფეთქდა გუშინ საერთოდ, შესაბამისად, მთელი ეს პროდუქცია, მთელი ეს ტვირთი, მთელი ეს გეოპოლიტიკური წონასწორობა გადმოდის საქართველოზე, ეს არის უდიდესი შემოსავლები, უდიდესი გეოპოლიტიკური უსაფრთხოება სამომავლოდ. უბრალოდ, ამას ჭირდება ეროვნული ხელისუფლება, ქართულად რომ უძგერს გული, ისეთი მთავრობა. არაფერი დიდი ნიჭი და დიდი პატრიოტიზმი, სადღეგრძელოები და საარჩევნო დაპირებები ამას სჭირდება, ქართულად გული რომ უძგერს და სისხლი რომ უჩქეფს ისეთი ხალხი ხელისუფლებაში და დანარჩენი ყველაფერი იქნება საუკეთესოდ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს