
ავტორი
Front News საქართველო
ეს კვირა იქნება დამაგვირგვინებელ გადაწყვეტილებათა მიღების პერიოდი. სანქცირების გარეშე ჩვენ ამ საშინელ ოლიგარქიას მშვიდობიანად ვერ მოვიცილებთ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ვფიქრობ, ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა უნდა მოემზადოს ახალ ეტაპზე გადასასვლელად, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
“ჩვენი ბრძოლა დაწყებულია 12 წლის წინ ოლიგარქიული რეჟიმის დასასანქცირებლად და ახლა უახლოვდება ფინალურ სტადიას. ეს კვირა იქნება დამაგვირგვინებელ გადაწყვეტილებათა მიღების პერიოდი. სანქცირების გარეშე ჩვენ ამ საშინელ ოლიგარქიას მშვიდობიანად ვერ მოვიცილებთ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რაც ქართველი ხალხის ამგვარი თავდადების გარეშე, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა.
ვფიქრობ, ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა უნდა მოემზადოს ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც იქნება ნათელი, ამაღლებული და მომავალზე გათვლილი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ერთკვირიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება. ის შეხვედრებს კონგრესში, სენატსა და სხვადასხვა სტრატეგიულ ცენტრში გამართავს. პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, პარტნიორებს გააცნოს ქართველი ხალხის აზრი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “კანონთან დაკავშირებით.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს