
ავტორი
Front News საქართველო
საჭიროა, პარლამენტმა გამოაცხადოს თვითდაშლა, დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს. დარჩენილ კვირებში ეს თუ მოხერხდება, ევროკავშირის მიმართულებით წინსვლას ვერაფერი დაუდგება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ვიდრე ოლიგარქის აჩრდილი ტრიალებს ხელისუფლების სიახლოვეს, არავითარი ევროპერსპექტივა ჩვენს ქვეყანას არ ექნება. რამდენიმე კვირა დარჩა ვითარების გამოსასწორებლად, რათა კომპასი გასწორდეს. ამისთვის საჭიროა, პარლამენტმა გამოაცხადოს თვითდაშლა; დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს; ოლიგარქმა დაშალოს თავისი კრიმინალური პარტია, „ქართული ოცნება“ და თავად ივანიშვილმა ფიზიკურად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამ დარჩენილ კვირებში ეს თუ მოხერხდება, მაშინ ევროკავშირის მიმართულებით წინსვლას წინ ვერაფერი დაუდგება.
ამას თუ არ გააკეთებენ, ივანიშვილი და მისი ხროვა პირადად აგებენ პასუხს მორალის, პოლიტიკის, მომავლისა და სისხლის სამართლის კოდექსის წინაშე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს