
ავტორი
Front News საქართველო
ვინც დღეს გვიწვევს ახალ ბლოკში, ორი ბატონი და ერთი ქალბატონი, ესენი იყვნენ დიდი ეროვნული გაერთიანების დაშლის ინიციატორები“, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის საელჩოში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, საელჩოს ეზოში ვაშაძე და ჯაფარიძე „ჭორიკანა ქალებივით“ ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში და სწორედ ვაშაძე და ჯაფარიძე იყვნენ ოპოზიციური გაერთიანების დაშლის ინიციატორები.
“მე არ დამავიწყდება ამერიკის ელჩთან მათი ქცევა, რა იმედით უყურებდა ამერიკის ელჩი, რომ პარლამენტში შევიდოდნენ და შეუძღვებოდნენ ოპოზიციას, აი, ამ ორ სუბიექტს, გრძელი ენები რომ აბიათ ეხლა. არ დამავიწყდება არც ის, როგორ გადიოდნენ საელჩოს ბაღში და ჭორიკანა ქალებივით ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ ყურში, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს