
ავტორი
Front News საქართველო
ამგვარი რამ თბილისში რუსეთის საოკუპაციო ძალების შემოსვლის შემდეგ, თავად სერგო ორჯონიკიძემ ვერ გაბედა. ეს ავტომატურად ნიშნავს ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. საქართველო დაიშლება სამ სახელმწიფოდ, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოსებისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, “ლეიბორისტული პარტია” სარჩელს ამზადებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ აიკრძალოს “ქართული ოცნება”.
“დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ერი გააფერადებს ლეიბორისტულ პარტიას”, რის შემდეგაც ჩვენ დავიწყებთ ევროპული სოციალიზმის დამყარებას ქვეყანაში.
მე მინდა, ივანიშვილის, ქვეყნის დე ფაქტო მმართველის განცხადება შევაფასო. ამგვარი რამ თბილისში რუსეთის საოკუპაციო ძალების შემოსვლის შემდეგ, თავად სერგო ორჯონიკიძემ ვერ გაბედა. ეს ავტომატურად ნიშნავს ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რომელი დავალებაც ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ 2011-12 წლებში ჰქონდა, მაგრამ ამას ვერ ბედავდა. ახლა თავზე სრულიად აიღო ხელი და თქვა ის, რაც ქართული სახელმწიფოს დანგრევის დე იურე საფუძველია. საერთაშორისო სამართლებრივად ეს ნიშნავს, რომ საქართველო დაიშლება სამ სახელმწიფოდ.
ჩვენ ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა იურიდიულად აიკრძალოს “ქართული ოცნება” თავის მოღალატე ლიდერიანად. ჩვენ მივმართავთ პარლამენტში მყოფ ოპოზიციას, მოაწეროს ხელი სარჩელს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს