Logo

შალვა პაპუაშვილი - 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში

პოლიტიკა
125
Frontnews image description

მეორე ბლოკი ეხება იმ ინსტიტუციური გადაწყვეტების გადახედვასა და კონსოლიდაციას, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობდა ფრაგმენტულად, ან გარედან თავსმოხვეული მოდელების სახით. ჩვენი მიზანია, მმართველობის სიტემის კონსტიტუციურ ჩარჩოში გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელთა ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

პაპუაშვილის განცხადებით, 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რათა ბიზნესის ინტერესები  უფრო ოპერატიულად და უკეთ იქნეს დაცული.

"ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში. რაც ბიზნესის საჭიროებებზე, უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს.

საერთო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას - წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement