შალვა პაპუაშვილი - 3 წელი გვაქვს იმისთვის, რომ დიდი საკანონმდებლო პაკეტები, რომელთა პროექტები უკვე არსებობს და ახალი პროექტები განვიხილოთ


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა, პლენარული სხდომები 15 და 16 ოქტომბერს გაიმართება.
პარლამენტის ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხები განსაზღვრეს და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცედურების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
"უკვე შეგვიძლია სრული რეჟიმით გადავიდეთ საპარლამენტო საქმიანობაზე - როგორც კომიტეტების, ისე პლენარული სხდომების კუთხით. ჩვენ 3 წელი გვაქვს იმისთვის, რომ დიდი საკანონმდებლო პაკეტები, რომელთა პროექტები უკვე არსებობს და ახალი პროექტები განვიხილოთ. შეგვიძლია ეს პერიოდი მივუძღვნათ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმებს, მათ შორის, კანონმდებლობის დახვეწას, კოდიფიცირებას, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო იმისთვის, რომ სხვადასხვა კანონი გაერთიანდეს და ამით უფრო ცხადი გახდეს ჩვენი საკანონმდებლო ბაზა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს