Logo

შალვა პაპუაშვილი - 35 წელია დამოუკიდებლობას, როგორც პასუხისმგებლობას და გამოწვევას ისე ვატარებთ

პოლიტიკა
283
Frontnews image description

"35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, სადაც სრულიად საქართველომ, ყველა კუთხემ, ჩვენი ქვეყნის ყველა შვილმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ჩვენ 35 წელია დამოუკიდებლობას, როგორც პასუხისმგებლობას და გამოწვევას ისე ვატარებთ, ვინაიდან თავისუფლება არ არის ადვილი და ამ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და გაფრთხილება, რასაც ახერხებს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, 35 წელია, საზოგადოება ღირსეულად, დამოუკიდებლად წარმოაჩენს ქვეყანას. ამ დამოუკიდებლობის საფუძველში იყო ეროვნული მოძრაობა, რომელმაც მთელი ერი ამ იდეის გარშემო გააერთიანა.

„დღეს არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რომლის სახელობის დარბაზშიც ახლა ვიმყოფებით. ზვიად გამსახურდიას მიერ სწორედ აქ, ამ დარბაზში, ამ ტრიბუნიდან იქნა გაცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენი მრავალათასწლოვანი ისტორიის გათვალისწინებით, რომ გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ ჩვენს ფორმალურ დამოუკიდებლობას, არა მხოლოდ ჩვენს წევრობას რომელიმე ორგანიზაციაში, დამოუკიდებლობის ფორმალურ ნიშნებს, არამედ, რეალურ დამოუკიდებლობას, როდესაც ხალხი თავად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ ქვეყანასთან დაკავშირებით. სად თუ არა პარლამენტში ეს ყველაზე კარგად არის გამოხატული, სადაც უშუალოდ დემოკრატია მოქმედებს და ხალხის წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი პრინციპით  - თუ რა შეესაბამება ჩვენი ერის და დამოუკიდებლობის განმტკიცების ინტერესებს. დღეს ამ მხრივ, მნიშვნელოვანი დღეა და ეს პასუხისმგებლობაც კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები