
ავტორი
Front News საქართველო
პირადობის მოწმობის გამოყენებით საქართველოსა და სომხეთს შორის გადაადგილება შესანიშნავი შესაძლებლობაა ორი მეგობარი ერისთვის, რომ უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ტვიტერზე” წერს.
“სასიხარულო სიახლე. დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის გადაადგილება პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ. ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც მეტ მოქნილობას და თავისუფლებას მიანიჭებს მოქალაქეებს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ორი მეგობარი ერისთვის, რათა უპრობლემოდ შეძლონ მოგზაურობა“, – წერს პაპუაშვილი.
ძალაში შევიდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა ბიომეტრიული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს