შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კლოდიანა სპახიუს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ალბანური მხარის მიმართ ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმარზე ჩამოსვლისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ფარგლებში. აღინიშნა ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მისწრაფება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა.
საუბარი, აგრეთვე, შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირსა და ნატოსთან.
შეხვედრა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მიმდინარე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველი სამიტის ფარგლებში შედგა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში ხელმძღვანელობს, მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




