შალვა პაპუაშვილი – ალექსეი არესტოვიჩის კომენტარი ჩვენს განცხადებებს ადასტურებს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის განცხადების შესახებ კითხვას უპასუხა.
“ეს კომენტარი ჩვენს განცხადებებს ადასტურებს – „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი არეულობა, ხელისუფლების არადემოკრატიული შეცვლა და ქვეყნის ომში ჩართვა. ამას ადასტურებს ეს კომენტარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




