Logo

შალვა პაპუაშვილი – ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად ქვეყნის სამსახური

პოლიტიკა
1064
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიასა და სამართალდამცველს შორის დიალოგს გამოეხმაურა.

“ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად – ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ხოშტარიამ პოლიციელს მიმართა: „კანონი თქვენ გეუბნებათ, რომ ევროპას უნდა ემსახუროთ, რადგან ჩაწერილია კონსტიტუციის 78-ე მუხლში“. პოლიციელმა კი აღნიშნა: „მე უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები