შალვა პაპუაშვილი – ამ ვიზიტმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ გარკვეულიყო ბევრი საკითხი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტი იყო თბილი, მეგობრული და მასპინძელი ცდილობდა, განსაკუთრებული ყურადღება გამოეხატა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, უკრაინაში ვიზიტმა მისცათ შესაძლებლობა, ბევრი საკითხი გარკვეულიყო და უკრაინულ მხარესთან შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი გავრცელებული ინფორმაცია ერთმანეთთან გადამოწმდეს.
“ეს იყო თბილი, მეგობრული ვიზიტი და მიღებაც, ჩანდა, რომ ჩვენი მასპინძელი ცდილობდა, განსაკუთრებული სითბო და ყურადღება ეჩვენებინა ქართული დელეგაციისთვის. ის, რომ შემადგენლობა იყო მრავალპარტიული, მისთვისაც იყო მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ამით მთლიანი ჩვენი ქვეყნის სოლიდარობა ჩაიტანა ამ საპარლამენტო დელეგაციამ.
ზოგადად, ამ ვიზიტმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ გარკვეულიყო ბევრი საკითხი. მქონდა მათ შორის ცალკე შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, გვქონდა გაერთიანებული შეხვედრა. ვფიქრობ, ყველა ეს საკითხი გარკვეულია, ჩვენ გამგზავრებამდე გვქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია. დღეს, კრიზისულ სიტუაციებში განსაკუთრებით მოწყვლადია საინფორმაციო სივრცე დეზინფორმაციისთვის და ამიტომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება, გაჟღერდეს მედიაში ან სხვადასხვა ორგანიზაციიდან, ერთმანეთთან გადამოწმდეს და ვფიქრობთ, ამაში შევთანხმდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი, შესაბამისად, ქვეყანას აქვს განსაკუთრებული მგრძნობელობა რუსეთთან შესაძლო გვერდით მოლაპარაკებებზე პრეტენზიების შემთხვევაში.
“რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, იქაც აღვნიშნე, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 90-იან წლებში, 2008 წელს გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი, შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებული მგრძნობიარობა გვაქვს, განსაკუთრებით ვუყურებთ, თუ არსებობს რაიმე პრეტენზია, სადაც შეიძლება, იყოს მინიშნება, თითქოსდა საქართველოს შეიძლება, ჰქონდეს ცალკე, გვერდითი მოლაპარაკებები რუსეთთან და ა.შ.
ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი მეგობრებისთვისაც უკრაინაში გასაგებია, რომ საქართველო ამ კუთხით არის განსაკუთრებული ქვეყანა, ქვეყანა, რომელშიც დღემდე არის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებული, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მგრძნობელობა, როდესაც ასეთი ტიპის პრეტენზიები შეიძლება, გამოითქვას. მითუმეტეს, რომ ამის უკან საფუძველი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ ყველა სწორედ შევთანხმდით ამ საკითხზე, მათ შორის ჩანდა, რომ, სამწუხაროდ, უკრაინაში საზოგადოებაში ზოგი ინფორმაცია არის დამახინჯებულად მიტანილი. ამ კუთხით ვფიქრობ, საქართველომ, ხელისუფლებამაც თავისი როლი უნდა შეასრულოს პროაქტიული კომუნიკაციით, რომ უკრაინის საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, როგორ უდგას უკრაინას გვერდით საქართველო, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი გამოცდილებიდან დანახული რუსული აგრესია და მის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა კოლეგებისთვის

შალვა პაპუაშვილი – ტრადიციულად, ამ ანგარიშმა ჩაიარა ისე, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ხოლო ოპოზიციას, სამწუხაროდ, არაფერი

შალვა პაპუაშვილი – როგორც კი მიხვდნენ, რომ საქართველო მიიღებდა სტატუსს, შეეცადნენ, თავიანთი თავისათვის მიეწერათ ეს მიღწევა