შალვა პაპუაშვილი – ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში, გერმანიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
“საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას, ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა. პროკურორმა კი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგომა დააანონსა.
ამაზეა ნათქვამია: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს