შალვა პაპუაშვილი - ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ - “მოსკოველმა არსებებმა, კობახიძემ, ივანიშვილმა და სხვებმა ქვეყანა უნდა დატოვონ“.
პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი შეცდომა გამოსწორდება პოსტის წაშლით ან ბოდიშის მოხდით.
"ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე, ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდითაა შესაძლებელი“, - წერს პაპუაშვილი X-ზე.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




