შალვა პაპუაშვილი – არ ვაპირებ, ჩავერიო საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში, მაგრამ ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს


ავტორი
Front News საქართველო
იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“არ ვაპირებ, ჩავერიო საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი