Logo

შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა
184
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის - ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ საქრ ღობაშს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები. ხაზი გაესვა გასული წლის სექტემბერში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ირანში მიმდინარე ომისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საიმედოობის მნიშვნელობას ორმხრივი ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე.

შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახურის ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები