შალვა პაპუაშვილი – არის საკანონმდებლო წინადადება ლგბტ მარშების და შესაბამისი ფერადი ნივთების აკრძალვის შესახებ


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებებზე ისაუბრა.
“არის საკანონმდებლო წინადადებები, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა, ასევე არის საკანონმდებლო წინადადება ლგბტ მარშების და შესაბამისი ფერადი ნივთების აკრძალვის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცემა; ასევე, წინადადებაა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დიასპორულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით კანონის პროექტზე; ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის მომართვა – ზაალ სარაჯიშვილი, ლობისტი მოგვმართავს და ეს განცხადება გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. დაბოლოს, კვლავ ზაალ სარაჯიშვილის ინფორმაცია გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, ლობისტის ინფორმაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს