
ავტორი
Front News საქართველო
სირცხვილია, როდესაც ადამიანის წარმომავლობის გამო იჩენ აგრესიას, ადამიანების გამორჩევა მათი ეთნიკურობის გამო არის ქსენოფობია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ათი ათასამდე რუსეთის სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე, რა ვიზაზე საუბრობს საერთოდ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც ისტერია გამოიწვის, საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენიმე კილომეტრში არიან რუსი სამხედროები, ყოველგვარი ვიზის, ნებართვის, ასე შემდეგ, საბუთების გარეშე, არიან ტექნიკით, არიან შეიარაღებით, ამიტომ ეს საფრთხე რომ არის ყოველდღიური ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ და აქ რამენაირად მიბმა ის, რომ ტურისტი თუ სხვა მოქალაქე შემოვა, თითქოს ეს რაიმე დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში გადაიზარდა ქსენოფობიაში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს