Logo

შალვა პაპუაშვილი - ბატონი ელჩის მხრიდან "ხალხზე" საუბარი პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია

პოლიტიკა
108
Frontnews image description

ქართველი ხალხის ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ხალხი, როგორც ერთობა სწორედ ასეთი მოვლენებით იზომება და არა ვინმეს გემოვნებით. საყოველთაო დღეები გამოხატავენ ხალხს”.

“ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე. ხალხი ვნახეთ პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში. და ხალხს კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში, 17 მაისს - ერთიანს, მტკიცეს, საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს.

ამ ფონზე, ბატონი ელჩის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი არა მხოლოდ არაკორექტულია, ის პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია.

ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობის რომანტიზებულია, მისი ორგანიზატორები კი ჰეროიზებული”, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები