
ავტორი
Front News საქართველო
თქვენს მანდატს უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით, მიხვდებით, სად უნდა იდგეთ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ დავით უსუფაშვილს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა და მოთხოვნა გადასცა საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასერიოზულია პარლამენტში საბავშვო კონსტიტუციის გამოყენება.
“ბატონო დავით, მე აქედან ვერ დავინახე ზუსტად, თუ არ ვცდები, საბავშვო კონსტიტუციაა, რაც ხელში გიჭირავთ. ბატონო დავით, თქვენ თქვენს მანდატს თუ უფრო სერიოზულად მიუდგებით და თქვენ ქვეყანას თუ მიუდგებით უფრო სერიოზულად და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, ვფიქრობ, თქვენც მიხვდებით, სად უნდა იდგეთ და თქვენი კოლეგებიც მიხვდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს