შალვა პაპუაშვილი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებისთვის საზოგადოებამ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი


ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ არჩევნებისთვის საზოგადოება იყოს იმდენად კონსოლიდირებული, რომ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება მომავალი არჩევნების შედეგებს, „აქედანვე უკვე კარგად ჩანს, რომ ოპოზიცია განადგურებულია“.
“ერთი მხრივ, ხედავდით, იყო მცდელობები, იქნებ რამენაირად ბარიერი დაწეულიყო, რათა საერთოდ შანსი ჰქონოდათ პარლამენტში შესვლის. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება შედეგებისთვის არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ვინაიდან ოპოზიცია არის აბსოლუტურად მარცხის ზოლზე, არის რისკები, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდეს სხვა მეთოდების გამოყენებას. მათ შორის უკვე აქედანვე ხედავთ, არის მცდელობა მომავალი არჩევნების დისკრედიტირების. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს, რომ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი. ასე რომ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, მომავალი წლის ამ დროს, როდესაც არჩევნები ჩავლილი იქნება, ქართულმა საზოგადოებამ ისევე წარმატებით და ოპტიმისტურად აღნიშნოს ახალი წელი, როგორც ამ ახალ წელს აღვნიშნავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა