
ავტორი
Front News საქართველო
თავის დროზე, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა მიხეილ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი, ხალხში იყო მოთხოვნები, ყოფილიყო პროცესი, რომელიც გაასამართლებდა იმ პერიოდის რეჟიმის შემოქმედებს. იცით, რომ მათ შორის გარედან მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დაეფარათ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებლობისგან, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, თავის დროზე გარედან ჩარევის გამო ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება.
“ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ვხედავთ, როგორია ასეთი გარე ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დამახინჯდეს, ხელი შეეშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას. ჩვენ ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება მიხეილ სააკაშვილზე ყალბი სტატიებით, ყალბი ექსპერტიზებით, უცხოელი პოლიტიკოსების ყალბი განცხადებებით და თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია იყო ათი წლის წინ, როდესაც უფრო დიდი ტალღა იყო მაშინ იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელ მფარველებს აერიდებინათ მათთვის დამსახურებული სასჯელი და სასამართლო. სამწუხაროდ, თავის დროზე გარედან ჩარევის გამო ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება, დღეს ბოდიშის ნაცვლად ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას, კვლავ იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს