Logo

შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა

პოლიტიკა
265
Frontnews image description

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, რომელიც საჯაროც გახდა და სისხლის სამართლის საქმის ნაწილი იყო, კარგად ჩანს, რომ ცეცხლაძე, რომელთანაც, როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირის ელჩს მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავს ქუჩის ომს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

მისი თქმით, ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა.

"გუშინ შევიტყვეთ, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის ელჩმა შარშანდელი არჩევნების შემდეგ, ძალადობის ერთ-ერთ ორგანიზატორს ზვიად ცეცხლაძეს ციხეში მხარდამჭერი წერილი მიწერა.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, რომელიც საჯაროც გახდა და სისხლის სამართლის საქმის ნაწილი იყო, კარგად ჩანს, რომ ცეცხლაძე, რომელთანაც, როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირის ელჩს მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავს ქუჩის ომს - „გავიხსენოთ მაიდანი“, „დავამზადეთ ფარები“, „მოვაწყოთ ბარიკადები“, „გავჭიმოთ მავთულხლართები“,„დავყაროთ ლურსმნები“, „შეიძინეთ პიროტექნიკა“.

წინა პოსტში დავწერე დიპლომატთა მისიაზე, კედლების ნაცვლად ხიდები რომ უნდა აშენონ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხოლო ხიდს - ტერორისტებსა და მოძალადეებს.

ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა.

ჩვენც ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ”, - წერს პაპუაშვილი.

Advertisement