შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ აფრიმ გაშის შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის სექტორებში.
საუბარი, აგრეთვე, შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობას ევროკავშირთან და ორი ქვეყნის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პროგრესსა და გამოწვევებს ევროინტეგრაციის მიმართულებით.
შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




