შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვაცნობიერებთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრის მნიშვნელობას


ავტორი
Front News საქართველო
თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ყველასთვის ნათელია, რომ დამოუკიდებლობა და მშვიდობა აღარ არის უზრუნველი მოცემულობა. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო კარგად აცნობიერებს მის როლს და მნიშვნელობას რეგიონში.
მისი თქმით, ფრანკოფონიის სამყაროსთან საქართველოს კავშირების განმტკიცება სწორედ ამ სულისკვეთების გამოხატულებაა.
“ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის, ევროკავშირის და ნატოს მტკიცე პარტნიორის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრის როლს და მნიშვნელობას. ფრანკოფონიის სამყაროსთან ჩვენი კავშირების განმტკიცება ამ სულისკვეთების გამოხატულებაა. უსაფრთხოების გარდა, თანამედროვე მსოფლიო ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორისაა სიღარიბე, კლიმატის ცვლილება, რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, სხვადასხვა ტიპის უთანასწორობა და მრავალი სხვა. ეს ისეთი გამოწვევებია, რომლებთან გასამკლავებლადაც ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. ამ მხრივ უნიკალური და ეფექტიანი ორგანიზაციაა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა. საქართველოს პარლამენტი მზად არის გააგრძელოს მუშაობა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასა და მის წევრ ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მოწადინებულები ვართ, გავაღრმაოთ საპარლამენტო თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ხალხთაშორისი კავშირები როგორც კულტურის, ისე განათლების, სპორტის, ეკონომიკის მიმართულებებით.
იმედს გამოვთქვამთ, რომ პლენარულ სესიაზე ოფიციალურად გავხდებით ასამბლეის ასოცირებული წევრები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – მივმართავ ყველას, ამ ქვეყნის შვილებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ერსა და ბერს, დიდსა და პატარას, გავერთიანდეთ საქართველოსთვის

შალვა პაპუაშვილი – უკრაინის ომის პირველი დღეებიდანვე საქართველოს მოუწია, გაეძლო საშინაო და საერთაშორისო წნეხისთვის

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ამაზე იყოს მკაცრი და ცალსახა