შალვა პაპუაშვილი - ჩვენი დემოკრატიისთვის სასარგებლო პროცესია, როდესაც ექსტრემისტებს საკუთარი მარგინალური კუთხე მიეჩინებათ


ავტორი
Front News საქართველო
დღეს რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს ის მომენტი, რომ ოფიციალურად ემიჯნებიან დემოკრატიას რამდენიმე პარტია და ენჯეოები, ამავე დროს, ეს არის სასარგებლო პროცესი ჩვენი დემოკრატიისთვის, ვინაიდან, ხდება ერთი მხრივ, სრულად წითელი ხაზის გავლება საქართველოს პატრიოტებს - დემოკრატებს, რომლებიც თავისი არჩევანით აფიქსირებენ საკუთარ ნებას და მეორე მხრივ, რადიკალებს, ექსტრემისტებს და უცხო ძალების დაკვეთით მოქმედ ჯგუფებს, პარტიებსა თუ ენჯეოებს შორის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ის პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ჯგუფი, რომლებიც არჩევნების ჩაშლას ცდილობენ, ყველა დეფინიციით ექსტრემისტები არიან და ქართველი ხალხის დამოკიდებულებაც მათ მიმართ შესაბამისი იქნება. პაპუაშვილის თქმით, ქართული დემოკრატიისთვის სასარგებლო პროცესია, რომ ექსტრემისტებს მარგინალური კუთხე ექნებათ მიჩენილი.
"დღევანდელი დღის შემდეგ, ის პარტიები, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს და ცდილობენ, არჩევნები ჩაშალონ, ყველა დეფინიციით - არ არსებობს ქვეყანა, კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომელიც მათ ამ ქმედებას არ უწოდებს ექსტრემიზმს - ასე რომ, დღევანდელი დღის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა", "ახალი", სხვა ეს პარტიები, რომლებიც ცდილობენ არჩევნების ჩაშლას, იქნებიან ექსტრემისტი პარტიები და ის ენჯეოები, რომლებიც ასევე არ მონაწილეობენ არჩევნებში და მოუწოდებენ არჩევნების ჩაშლისკენ, იქნებიან ექსტრემისტი ენჯეოები. შესაბამისი იქნება ჩვენი და ქართველი ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ, როგორც ექსტრემისტების მიმართ და ასეთივე დამოკიდებულება ექნება ქართველ ხალხს იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შეეცდებიან მათ დაფინანსება - ისინი ჩაითვლებიან ექსტრემიზმის დამფინანსებლებად. ასე რომ, ეს არის ჩვენი დემოკრატიისთვის სასარგებლო პროცესი, როდესაც ექსტრემისტებს საკუთარი მარგინალური კუთხე მიეჩინებათ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს