
ავტორი
Front News საქართველო
“25 მარტი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენამ, ერთი წლით გაუსწრო და საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქართული ეკლესია ყოველთვის ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა.
“25 მარტი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენამ, ერთი წლით გაუსწრო და საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ეროვნული თვითმყოფადობის სულისკვეთებით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო ძალისხმევით, საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო, 1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა დაამტკიცა.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართული ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ყოველთვის მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო და ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა.
გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ქართველი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ მშვიდობასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს დედა ეკლესიას!“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს