შალვა პაპუაშვილი – ჩვეულებრივი “ნაციონალური მოძრაობის” პროექტია ქართული საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად


ავტორი
Front News საქართველო
აქამდეც რომ იყვნენ ეგეც გასაკვირია გიორგი გახარიასთან. ხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები არიან მისი წამყვანი პირები, მათ შორის საარჩევნო სიაში. მათ აქვთ დღემდე კოალიცია შექმნილი სხვადასხვა ადგილობრივ თვითმმართველობაში და საერთოდ ერთ საერთო გეგმაში არიან ჩასმული,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გახარიას გუნდი ჰპირდება მოსახლეობას, რომ იმ შემთხვევაში თუ კი შეძლებენ უმრავლესობის მოპოვებას ისინი კოალიციას შეუქმნიან „ნაციონალურ მოძრაობას“.
“როდესაც შენი საარჩევნო სია დაკომპლექტებული გაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანი კადრებით, როდესაც შეკრული გაქვს კოალიცია დღეს უკვე საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და შენი დაპირება არის, რომ შექმნი კოალიციურ მთავრობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, გასაგებია თუ კიდე ვინმეს რაიმე ეჭვი ჰქონდა გახარიასთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა გაეცალოს ამ მდგომარეობას, ვინაიდან ჩვეულებრივი “ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია ქართული საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს