Logo

შალვა პაპუაშვილი - დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან

პოლიტიკა
151
Frontnews image description

საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის არც ევროკავშირისთვის. ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, როცა მას ზემოდან უყურებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა უნდა დაანებონ ქართველ ხალხისთვის ზემოდან ყურებას.

„საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის არც ევროკავშირისთვის. ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, როცა მას ზემოდან უყურებენ. დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც ყველა რეიტინგთან შედარებით საქართველო მათ უსწრებს სხვადასხვა მიმართულებით და არ გვესწავლება კანონის უზენაესობა. ამიტომ იმოქმედონ ქართველი ხალხის კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement