
ავტორი
Front News საქართველო
კონსტიტუციის თანახმად, “დაგროვებითი პენსიის” შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე პაკეტს დღეს ხელს მე მოვაწერ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
“საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ პაკეტი „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს მას, ანუ ვეტო არ არის. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ვეტოებთან დაკავშირებით, რომ არგუმენტად „იმიტომ“ იყო მოყვანილი, როგორც ჩანს, ამჯერად „იმიტომ“ არგუმენტით არ სურდა ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მდივანს პარლამენტში მოსვლა და ამიტომ ხელი არ მოაწერა მას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მე მოვაწერ ამ კანონს დღეს ხელს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს