Logo

შალვა პაპუაშვილი – დასავლეთის შუამავლობით მიღებული ეს უკანასკნელი შეწყალება არ გვაძლევს პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრის დიდ იმედს

პოლიტიკა
872
Frontnews image description

დასავლეთის შუამავლობით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალების წინა ორმა ქეისმა, რომელიც მსჯავრდადებულ გიორგი უგულავასა და გიორგი რურუას ეხებოდათ, ძალიან მცირე შედეგი აჩვენა პოლარიზაციის შესამსუბუქებლად და ოპოზიციის რადიკალური გზების შესარბილებლად, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე.

 

“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელსაც კანონიერად ჰქონდა დანაშაული დადასტურებული. მან ახლა ციხეში მისჯილი დროის მხოლოდ მცირე ნაწილი გაატარა. რამდენიმე დასავლელი პოლიტიკოსისა და დიპლომატის მხრიდან გვქონდა გარკვეული პოზიტიური კომენტარები, რომლებიც მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას. ეს განცხადებები, გვარამიას მხარდამჭერ წინა განცხადებებთან ერთად, უნისონშია პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან და ასევე მიუთითებს ზეწოლაზე, რაზეც პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ ჩიოდა.

 

შეწყალება ქმნის პოლიტიკური დეპოლარიზაციის უკეთესი შანსების მოლოდინს. აქამდე, პოლარიზაციის მთავარ მიზეზად გვარამიას პატიმრობა სახელდებოდა, თუმცა რეალურად, ეს ოპოზიციის რადიკალიზაციის საბაბი უფრო იყო. ახლა, ამ შეწყალებით, რომელსაც მხარი ჩვენმა ზოგიერთმა საგარეო პარტნიორმა დაუჭირა, ბურთი მათ მოედანზეა, ვინც საჯაროდ აკავშირებდა გვარამიას შეწყალებას დეპოლარიზაციასთან. ახლა ნამდვილ ძალისხმევას მოველით მათგან, ვისაც მართლა გააჩნია ბერკეტი ოპოზიციის დასარწმუნებლად, რომ რადიკალურ დღის წესრიგს დაანებონ თავი და მთავრობასთან ერთად ევროინტეგრაციის პერსპექტივის გასაუმჯობესებლად იმუშაონ.  

 

თუმცა, დასავლეთის შუამავლობით მიღებული ეს უკანასკნელი შეწყალება არ გვაძლევს პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრის დიდ იმედს: დასავლეთის შუამავლობით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალების წინა ორმა ქეისმა, რომელიც მსჯავრდადებულ გიორგი უგულავასა და გიორგი რურუას ეხებოდათ, ძალიან მცირე შედეგი აჩვენა პოლარიზაციის შესამსუბუქებლად და ოპოზიციის რადიკალური გზების შესარბილებლად”, – წერს პაპუაშვილი.

 

<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”en” dir=”ltr”>President Zourabichvili, without giving explanation, pardoned Nika Gvaramia, convicted for legally proven crimes. He has now spent only a fraction of his time in prison. There have been some positive comments, welcoming the decision, from some Western politicians and diplomats.…</p>&mdash; Shalva Papuashvili (@shpapuashvili) <a href=”https://twitter.com/shpapuashvili/status/1672195462319702016?ref_src=twsrc%5Etfw”>June 23, 2023</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები