შალვა პაპუაშვილი - დღეიდან პარლამენტის ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, პარლამენტის სუვერენიტეტის ნაწილია თავად დაადგინოს საკუთარი საქმიანობის წესები


ავტორი
Front News საქართველო
დღეიდან ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე მივიღეთ. შესაბამისად, დღეიდან ახალი რეგლამენტის მიხედვით იმუშავებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის რეგლამენტი არის ცოცხალი დოკუმენტი. წესი არის, რომ ახალი პარლამენტი იღებს ახალ რეგლამენტს, რაც საპარლამენტო სუვერენიტეტის ერთ-ერთი გამოვლინებაა. პარლამენტის რეგლამენტი არის ის საკანონმდებლო აქტი, რომელსაც განსხვავებით სხვა კანონებისგან, ხელს აწერს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე. ეს აჩვენებს, რომ პარლამენტის სუვერენიტეტის ნაწილია თავად დაადგინოს საკუთარი საქმიანობის წესები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
შალვა პაპუაშვილმა ახალი რეგლამენტის შემუშავებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს