
ავტორი
Front News საქართველო
დღეს 1%-იანი პარტიები გონორით საუბრობენ, ასეთია „ლელო“, რომლის ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში აიღო 3% და 2021 წლის არჩევნებში, ერთ წელიწადში 2%, ანუ 1% დაკარგა ერთ წელიწადში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ლელო“ ისეთი გონორით საუბრობს, თითქოს საგვარეულოდ ჩაბარებული აქვთ საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნა და უნდა დაიბრუნონ საგვარეულო ტიტული.
“ისეთი გონორით საუბრობენ გეგონება საგვარეულოდ ჩაბარებული აქვთ საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნა და ახლა უნდა დაიბრუნონ საგვარეულო ტიტული ქართველი ხელისუფლების. ასეთი გონორები აქვთ დაწყებული განცხადებებით და დამთავრებული ავტომარკით, რომლითაც მოძრაობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს