Logo

შალვა პაპუაშვილი – ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით

პოლიტიკა
858
Frontnews image description

პრეზიდენტისგან რასაც მოელის ქართველი ხალხი, არის ის, რომ ყველას მოუწოდოს მშვიდობისკენ და არა პირიქით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

“მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ ვნახეთ, რომ ამ ძალადობის გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა, როდესაც ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა ის, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები. შეგახსენებთ, ეს სირენები იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები, ანუ ეს ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და ამიტომ პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა. როდესაც ამას პრეზიდენტი მოიხსენიებს, რომანტიზებას ახდენს ამის, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებისა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის მიმართ. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, ამას ხაზი გავუსვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რა ემოციური დამოკიდებულება შეიძლება, ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ინსტიტუტების პატივისცემა არის მნიშვნელოვანი.

 

“როდესაც ხდება ძალადობრივი დაზიანება პარლამენტისა, ხდება შეტევა პოლიციელებზე და მიმდინარეობს წესრიგის აღდგენის ოპერაცია, საპოლიციო ღონისძიება, პრეზიდენტისგან რასაც მოელის ქართველი ხალხი, არის ის, რომ ყველას მოუწოდოს მშვიდობისკენ და არა პირიქით, ამ გარკვეული რომანტიზებით წაახალისოს უფრო მეტი დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ, რომელიც სწორედ წესრიგის აღდგენისკენ არის მოწადინებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები