
ავტორი
Front News საქართველო
არ ვიცი, დავით არახამიას მოტივაცია და მიზნები რა არის, მაგრამ ასეთი ქმედებები აჩვენებს არაკეთილგანწყობას ქართველი ხალხის მიმართ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით არახამიას ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, სადაც არახამია აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არახამიას მოტივაცია არის გაუგებარი და არ შეესაბამება იმ სოლიდარობის ხარისხს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი იჩენს ომში მყოფი უკრაინის მიმართ.
“ამიტომ, ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ასეთ არაკეთილგანწყობას იჩენს ქართველი ხალხის მიმართ. ეს ნამდვილად არ შეესაბამება იმ სოლიდარობის ხარისხს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი იჩენს ომში მყოფი უკრაინის მიმართ. სამწუხაროა, რომ ასეთი არაკეთილგანწყობით და არამეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა ეს პოლიტიკოსი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს