
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მეთორმეტე კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ახალგაზრდებს შეუქმნან ყველა პირობა, რომ სრულყოფილად დაეუფლონ პროფესიას.
“ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას. დღეს ჩვენს სკოლებში “ბოლო ზარი” დაირეკა. ეს დღე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი დღე, რომლის შემდეგ იწყება ახალი ეტაპი.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, შეგიქმნათ ყველა აუცილებელი პირობა, რათა თქვენ სრულფასოვნად დაეუფლოთ იმ პროფესიას, რომელსაც აირჩევთ, თქვენ კი საკუთარი ცოდნით უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე.
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!” – წერს შალვა პაპუაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshpapuashvili%2Fposts%2Fpfbid029ucB8u7bbrP5W37vXA5xpvoepM2bV2B4iz3GYLsagybnQC1myYg2ce98s8B1uNAel&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”614″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს