
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უმრავლესობის წევრების მიწვევა და შემდეგ, თხოვნა არ მისვლის შესახებ, საქართველოს პარლამენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, უპატივცემულობაა.
“საქართველოს პარლამენტი არის ამ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება ამ ხალხის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ პატივისცემაში.
ჩემთვის ეს არის ელემენტარული და გამოვდივარ იქიდან, რომ ამ ქვეყნის სტუმრებისთვისაც, ეს უნდა იყოს ელემენტარული პრინციპი – პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. როდესაც ეს პრინციპი დარღვეულა, მათ შორის, ოპოზიციის მიმართაც, ყოველთვის გვქონდა და გვექნება რეაქცია,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს