შალვა პაპუაშვილი - ერეკლე ჩვენი ბოლო დიდი მონარქი იყო და ილიას წილად ხვდა მისი საქმის გაგრძელება

ავტორი
Front News საქართველო
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადების 188-ე წლისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
"შემთხვევითი არ არის, რომ ერეკლეობა და ილიაობა მიმდევრობით აღინიშნება. ერეკლე ჩვენი ბოლო დიდი მონარქი იყო და ილიას წილად ხვდა, მისი საქმის გაგრძელება - რომ ქართული სახელმწიფო, ერთიანი ქართველი ერი და სახელმწიფოს იდეა განევითარებინა და დაემკვიდრებინა თითოეული ქართველის გულსა და გონებაში. მან მოგვცა სამი საუნჯე - მამული, ენა და სარწმუნოება, რომელიც ჩვენს მთავარ ეროვნულ სალოცავად და ხატად იქცა. ეს არის ის, რითაც ჩვენ ეროვნულ იდენტობასა და სახელმწიფოებრიობას შევინარჩუნებთ. ჩვენი ქართული სახელმწიფო განუყოფელია ამ სამი საუნჯისგან, როგორც კი ერთს დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოსაც და ეროვნულ იდენტობასაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას ილიაობა მიულოცეს და სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერეს და „ილიას გორაზე“ ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


