შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, რასაც ვხედავთ, არის ძალაუფლების დაბრუნებისთვის უკვე მერამდენე წრეზე წასვლის სურვილი


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობა“ 2 ოქტომბრისთვის არ ემზადება, ის ემზადება 3 ოქტომბრისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ერთადერთი, რასაც ვხედავთ, არის ძალაუფლების დაბრუნებისთვის უკვე მერამდენე წრეზე წასვლის სურვილი, ოღონდ ისე, რომ ისინი ამას საქართველოს მოსახლეობას არ ეკითხებიან და არ აინტერესებთ, არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობისგან მანდატის მიღება. მათ აინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, არანაირი ინტერესი არ აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, არის მცდელობა იმისა, რომ მაღლა აწიონ პოლიტიკური ტემპერატურა. ეს ადამიანები არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის, ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის. ვფიქრობთ, იქნება იგივე სცენარი, რაც ჩვენ 1 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიხილეთ.
სინამდვილეში, მათ აინტერესებთ არა მოსახლეობის არჩევანი, არამედ საკუთარი ძალაუფლება. ისინი არ ემზადებიან არჩევნების დღისთვის, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს